გაშვების დღეს ყველაზე ხშირად წვრილმანები ავიწყდებათ. ეს სია ჩვენს პროექტებზე ვიყენებთ — გამოიყენეთ თქვენც.
- ფორმები. გააგზავნეთ თითოეული ფორმა და დარწმუნდით, რომ შეტყობინება სწორ მისამართზე მოდის.
- მობილური ვერსია. გახსენით საიტი ტელეფონზე: იკითხება თუ არა ტექსტი, ეტევა თუ არა ღილაკები.
- სიჩქარე. შეამოწმეთ PageSpeed Insights-ში; დიდი ფოტოები შეკუმშეთ.
- სათაურები და აღწერები. ყოველ გვერდს უნდა ჰქონდეს საკუთარი title და meta description.
- ბმულები. გადაამოწმეთ, რომ მენიუ და ღილაკები სწორ გვერდზე მიდის და 404 არსად ჩნდება.
- ანალიტიკა. დააყენეთ Google Analytics და Search Console გაშვებამდე, რომ პირველი დღიდან ნახოთ მონაცემები.
- კონფიდენციალურობის პოლიტიკა. თუ ფორმებით მონაცემებს აგროვებთ, პოლიტიკა სავალდებულოა.
- სარეზერვო ასლი. დარწმუნდით, რომ ჰოსტინგზე ავტომატური backup ჩართულია.
ყველაფერი რიგზეა? გაუშვით და პირველი კვირა ყოველდღე ნახეთ ანალიტიკა — ის გეტყვით, რა გასაუმჯობესებელია.
