ექსელის ნაცვლად ერთი სისტემა: ხელფასები, საწყობი, გაყიდვები და რეპორტები.

რა პრობლემას ხსნის

ბევრი კომპანია ხელფასებს, ბონუსებს, თანამშრომლებს, შვებულებებს, მარაგს და გაყიდვებს ექსელის ფაილებში აღრიცხავს. ფაილები მრავლდება, ვერსიები ირევა, ხელით შეყვანისას შეცდომები ჩნდება, ანგარიშის მომზადებას კი საათები სჭირდება.

ამ პროცესებს თქვენს კომპანიაზე მორგებულ სისტემაში გადავიტანთ: მონაცემები ერთ ადგილასაა, გამოთვლები ავტომატურია, საჭირო დროს კი სისტემა თავად გაგაფრთხილებთ.

რა სისტემებს ვაკეთებთ

  • HR - თანამშრომლების ბაზა, ხელშეკრულებები, შვებულებები და გაცდენები
  • ხელფასები - ხელფასის, ბონუსებისა და დაკავებების გამოთვლა, უწყისები
  • საწყობი - მარაგი, მიღება-გაცემა, ნაშთები და ინვენტარიზაცია
  • გაყიდვები - კლიენტები, შეკვეთები, ინვოისები და გაყიდვების გეგმა
  • ნებისმიერი სხვა შიდა პროცესი, რომელიც დღეს ფაილებით იმართება

როგორ ვმუშაობთ

  1. ვსწავლობთ თქვენს მიმდინარე პროცესებს და ფაილებს
  2. ვთანხმდებით, რა ავტომატიზირდეს პირველ რიგში
  3. ვაკეთებთ პროტოტიპს და ვამოწმებთ თქვენს გუნდთან ერთად
  4. ექსელის არსებულ მონაცემებს სისტემაში გადმოვიტანთ
  5. ვუშვებთ სისტემას, ვასწავლით გუნდს და ვაგრძელებთ მხარდაჭერას
პროექტში

რა შედის

კითხვები

ხშირად გვეკითხებიან

ჩვენი ექსელის მონაცემები შენარჩუნდება?

დიახ. არსებულ ფაილებს სისტემაში გადმოვიტანთ, ასე რომ ნულიდან დაწყება არ მოგიწევთ.

მზა პროგრამას გვთავაზობთ თუ ახალს აკეთებთ?

სისტემას თქვენს პროცესებზე ვაწყობთ: თქვენ არ გიწევთ პროგრამასთან მორგება - პროგრამა ერგება თქვენ.

შეიძლება ერთი მოდულით დაწყება?

დიახ. ხშირად ვიწყებთ ერთი პროცესით, მაგალითად ხელფასებით, დანარჩენს კი ეტაპობრივად ვამატებთ.

სად ინახება მონაცემები?

თქვენთვის სასურველ სერვერზე ან ღრუბელში - დაცული კავშირით, წვდომის უფლებებით და რეგულარული სარეზერვო ასლებით.

დარეკვა შეკვეთა